სოფო ჭყონიას და საქველმოქმედო ფონდ "იყავი შემდეგის" მხარდაჭერით დღეს პირველი საქველმოქმედო ფოტო გამოფენა "უკრაინული გერნიკა“ გაიმართა, რომლის მთავარი მიზანი მსოფლიოსთვის რუსეთის უკანონო აგრესიის და სამხედრო დანაშაულების შესახებ დოკუმენტური მტკიცებულებების გაზიარებაა.
გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება, უკრაინელი ექიმებისთვის ფრონტის ხაზზე სამუშაოდ სასწრაფო დახმარების მანქანების შეძენას. უკრაინის პირველი ლედის პატრონაჟით გამართული გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თავისი წვლილი შეეტანათ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში.