
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მოიგერიეს მტრის ორი შეტევა და 32 რუსი ოკუპანტი მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „აღმოსავლეთი" ავრცელებს.
"მტრის დანაკარგებია: პირადი შემადგენლობა - 32, ტანკი - 3, ქვეითი საბრძოლო მანქანა - 2, ჯავშანტექნიკა - ერთი, დრონი - 2",- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ დონბასის თავზე უკრაინის დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის 2 თვითმფრინავი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. მოკავშირეთა ჯარებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 11 შეტევა.