"ხალხი ამ ჯოჯოხეთიდან უნდა გამოვიყვანოთ" - გაერო დღეს მარიუპოლიდან მორიგ ევაკუაციას გეგმავს

გამოქვეყნდა:

გაერო პარასკევს მარიუპოლიდან მორიგ ევაკუაციას მოაწყობს, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველაფერის გაკეთება, რაც შეგვიძლია, რათა ხალხი ამ ჯოჯოხეთის მარწუხებიდან გამოვიყვანოთ", - თქვა მან.

გაეროში აღნიშნავენ, რომ გადარჩენილებს, რომელთა ევაკუაციაც მოხერხდა, დახმარებას უწევენ მათ შორის ფსიქოლოგიური მხარდაჭერით.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს პუტინმა თქვა, რომ რუსული ძალები მზად არიან, უსაფრთხო დერეფნები შესთავაზონ მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც "აზოვსტალის" ქარხანაში რჩებიან. ამასთან, მოსკოვის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინამ უნდა უბრძანოს თავის მებრძოლებს, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა არ შეაჩერეს "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის დაბომბვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი