სანამ "აზოვსტალში" უკრაინელების წინააღმდეგობა გრძელდება, რუსეთის დანაკარგები გაიზრდება - ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთი მეორე დღეა აგრძელებს სახმელეთო თავდასხმებს "აზოვსტალის" ქარხანაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ამას უარყოფს.

უწყების ცნობით, "აზოვსტალის" დაპყრობისა და მარიუპოლის აღებისთვის, რუსეთის განახლებული მცდელობა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნასთან და პუტინის სურვილთან, მიაღწიოს "სიმბოლურ წარმატებას უკრაინაში".

"ამ ძალისხმევას რუსეთის პერსონალის, აღჭურვილობისა და საბძოლო მასალის დანაკარგის ხარჯზე მოხდა. სანამ უკრაინელების წინააღმდეგობა გრძელდება აზოვსტალში, რუსეთის დანაკარგები გაიზრდება, და მათი  ოპერატიული გეგმები სამხრეთ დონბასში ჩაიშლება", - წერია ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი