ალინა კაბაევა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის სიაშია - CNN

გამოქვეყნდა:

CNN-ი ორი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, ქალი, რომელთანაც გავრცელებული ინფორმაციით, პუტინს შვილები ჰყავს, ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტში მოხვდა. 

წყარო ამბობს, რომ ამ ეტაპზე სანქცირებულთა სიას სახელები შესაძლოა დაემატოს, ასევე, მოაკლდეს წევრი სახელმწიფოების შეხედულებების შესაბამისად.

ევროკავშირს ჯერ სანქციების პაკეტისთვის ხელი ოფიციალურად არ მოუწერია.

"მოლაპარაკებები მიდის. ეს არ არის ნამცხვრის ნაჭერი, [რაღაც მარტივად გასაკეთებელი] მაგრამ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ", - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატიური წყარომ.

კაბაევასა და პუტინის ურთიერთობაზე პირველად ინფორმაცია 10 წელზე მეტი ხნის წინ გავრცელდა. პუტინმა მასთან ურთიერთობა უარყო.

აპრილში Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები მსჯელობდნენ, დაეწესებინათ თუ არა სანქციები კაბაევას მიმართ. 

"რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი ასევე იმ პირებს შორისაა, რომლებიც ევროკავშირის სანქციების შემოთავაზებულ მეექვსე რაუნდში შედიან" - იტყობინება ორი წყარო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი