
რუსეთი ამბობს, რომ გამარჯვების დღეს არ აღნიშნავს ალყაში მოქცეულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, იუწყება AFP.
"დადგება დრო და იქ დიდი ზეიმი იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ ამ დღეს ოფიციალური ვიზიტები არ იგეგმება.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას რუსეთი ყოველწლიურად 9 მაისს აღნიშნავს.
მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა, რომ 9 მაისს, რუსი ოკუპანტები აპირებენ, ე.წ. ფილტრაციის ციხეში მყოფ 2 000-მდე კაცს უკრაინული ფორმები ჩააცვან და "ტყვეების აღლუმში" მიაღებინონ მონაწილეობა.