
უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა მოხდა. ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ "სახლში დაბრუნდა 41 ადამიანი, 28 სამხედრო და 13 მშვიდობიანი მოქალაქე".
ვერეშჩუკის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორისაა 11 ქალი და უკრაინის ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღვარი.
ცნობისთვის, ტყვეების პირველი გაცვლა 24 მარტს მოხდა - უკრაინამ 10 ოკუპანტის სანაცვლოდ 10 სამხედრო დაიბრუნა. გარდა ამისა, ამ გაცვლის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნება შეძლო 19-მა უკრაინელმა მეზღვაურმაც.
1 აპრილს ცნობილი გახდა პატიმართა მეორე გაცვლის შესახებ: უკრაინამ მოახერხა 86 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება, მათგან 15 ქალის.
მესამე გაცვლა 9 აპრილს მოხდა. შედეგად გათავისუფლდა 12 უკრაინელი სამხედრო და 14 მშვიდობიანი მოქალაქე.
მეოთხე გაცვლა 14 აპრილს მოხდა, რომლის შედეგად გათავისუფლდა 22 უკრაინელი სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე.
მეხუთე გაცვლა 19 აპრილს, რომლის შედეგად გათავისუფლდა 60 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და 16 მშვიდობიანი მოქალაქე.
მეექვსე გაცვლა 22 აპრილს მოხდა, რომლის შედეგად თავისუფალია 10 უკრაინელი სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე,
მეშვიდე ჯერზე კი გათავისუფლდა 33 სამხედრო და 12 მშვიდობიანი მოქალაქე.
მერვედ კი 7 სამხედრო და 7 მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა.