თავდასხმა ჰუმანიტარულ დერეფანზე და კრემლის შეცვლილი გეგმები | პუტინის ომის 72-ე დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

მორიგი თავდასხმა ჰუმანიტარულ დერეფანზე. საოკუპაციო ჯარებმა აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია ერთი და დაჭრილი ექვსი ადამიანი.

თავად ქარხანაში გამაგრებული აზოვის პოლკი ექიმებს დახმარებას სთხოვს. მიწისქვეშა ბუნკერში ამოწურულია მედიკამენტების მარაგი და დაჭრილებს ვეღარ მკურნალობენ. 

მარუპოლზე უწყვეტი იერიშების მიუხედავად, კრემლის გეგმები იცვლება. დაანონსებული აღლუმი 9 მაისს ვერც მარიუპოლსი გაიმართება. უკრაინული არმიის წინააღმდეგობისა და კონტრშეტევების შედეგად, განადგურებულია კიდევ ერთი რუსული სამხედრო ხომალდი - შავ ზღვაში "ადმირალ მაკაროვი" იწვის.
 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი