ვაშინგტონი უკრაინას დამატებით $150 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს არტილერიას, საბრძოლო მასალას, რადარებს და სხვა აღჭურვილობას. სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი 150 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. 

"აშშ აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, რადგან ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან. ჩვენ ვაგზავნით იარაღსა და აღჭურვილობას", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. 

მანვე აღნიშნა, უკრაინის დახმარება "თითქმის ამოწურულია" და კონგრესს, მისი შეთავაზებული 33 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი