რუსეთს სანქციების გამო, სამხედრო ტექნიკის ჩანაცვლება უჭირს - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

პუტინის არმიას უკრაინაში შეჭრის გამო, უკვე სერიოზული პრობლემები აქვს. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, მძიმე სანქციების შედეგად, რუსეთს სამხედრო მოქმედებებისას განადგურებული სამხედრო ტექნიკის ჩანაცვლება უჭირს.

უწყების ანგარიშში წერია, რომ რუსეთის მოწინავე T-90M ტანკიდან, სულ მცირე ერთი ბრძოლის შედეგად განადგურდა. ეს არის ტანკი რომელიც რუსეთში 2016 წელს შეიქმნა და გაუმჯობესებულ ჯავშანტექნიკას, განახლებულ იარაღსა და სატელიტურ სანავიგაციო სისტემებს მოიცავს.

ასევე, ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის კონფლიქტმა რუსეთის მოწინავე ქვედანაყოფი დაასუსტა. ომის შემდეგ რუსეთს შეიარაღებული ძალების აღდგენისთვის დიდი დრო და რესურსები დასჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი