ზელენსკი გმირია, პუტინი კი ლაჩარი - ნენსი პელოსი

გამოქვეყნდა:

"ზელენსკი გმირია, პუტინი კი ლაჩარი" - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ MSNBC-სთან ინტერვიუსას განაცხადა.

მან ასევე თქვა, რომ კონგრესის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას მხარს უჭერს, რადგან ეს ქვეყანა მეზობელ სახელმწიფოში იჭრება, მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობს და ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება.

"მე დიდი ხანია მხარს ვუჭერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას. ბირთვული ქვეყნის ლიდერი იჭრება მეზობელ სახელმწიფოში და იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით. მან საკუთარი ჯარისკაცები წააქეზა ძალადობისკენ, ბავშვების გაუპატიურებისკენ.

ასეთი ძალადობა ცივილიზებული ადამიანის ქცევას არ შეესაბამება. პუტინი ლაჩარია ზელენსკი კი გმირი. ომში ბრძოლის ნაცვლად, ის [პუტინი] მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იბრძვის, ებრძვის ბავშვებს, ის ამას ომის იარაღად იყენებს",-თქვა ნენსი პელოსიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი