აშშ-ს პირველმა ლედიმ რუმინეთის სკოლაში, უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვები მოინახულა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი რუმინეთის პირველ ლედისთან, კარმენ იოჰანისთან ერთად რუმინეთში ერთ-ერთ სკოლაში უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს შეხვდა

"ემოციური იყო არა? ვფიქრობ, უკრაინელებმა ნამდვილად იციან, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. თქვენ ხედავთ, ეს ბავშვები მართლაც დაიტანჯნენ. ბევრი თვალსაზრისით, მასწავლებლები ამ ბავშვებს ეხმარებიან გაუმკლავდნენ ტრავმებსა და ემოციებს",- თქვა ჯილ ბაიდენმა.

ანასტასია კონოვალვოა ერთ-ერთი უკრაინელი მასწავლებელია, რომელიც სკოლაში ჯილ ბაიდენს შეხვდა. მან რუმინელ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მე საზღვარი ჩემი 3 წლის შვილთან ერთად გადმოვკვეთე და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო, როგორ გადამერჩინა ჩემი შვილი ქალაქიდან, რომელიც იბომბებოდა. მადლობა ღმერთს, რომ რუმინელი ხალხი აქ იყო",- უთხრა მან აშშ-ს პირველ ლედის.

"ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. იმედია, ეს იცით...მე ვფიქრობ, რომ თქვენ ნამდვილად საოცარი ხალხი ხართ",- მიმართა ჯილ ბაიდენმა უკრაინიდან დევნილ მასწავლებელს.

ბაიდენმა ასევე მადლობა გადაუხადა რუმინეთის პირველ ლედის გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და რუმინელ ხალხს გმირები უწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი