
"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი ნონიაშვილი Facebook-ზე წერს, რომ თბილისის მერიამ ათონელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარს შესასვლელთან ბანერი - "არა ომს", ჩამოახსნევინა.
"ანტიპუტინისტი რუსი მუსიკოსების (Volya Team) კონცერტია უკრაინის მხარდასაჭერად, ათონელის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში.
შემოსასვლელში ბანერი ეკიდა - "არა ომს." მერია მოვიდა და ჩამოახსნევინა. ეგ უკვე მიტინგია ძმაოო",-წერს ნონიაშვილი.