
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ხერსონის რაიონში იმდენი რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკვდება, რამდენიც საჭირო იქნება მთელი რეგიონის ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად.
ამის შესახებ პოდოლიაკმა რადიო NV-სთან ინტერვიუში განაცხადა - "არ იქნება არავითარი „ხერსონის სახალხო რესპუბლიკა“. ხერსონის ოლქი გათავისუფლებული იქნება სრულად" აღნიშნა პოდოლიაკმა.
მან ხერსონის რეგიონში ოკუპანტებისა და კოლაბორაციონისტების ქმედებებს წმინდა „პროპაგანდისტული ტირილი“ უწოდა.
არსებული ინფორმაციით, ხერსონში, ე.წ. სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების მიზნით, ოკუპანტები "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავენ.