უკრაინა მსოფლიო ბანკისგან $1.5 მილიარდის ღირებულების სესხს მიიღებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა მსოფლიო ბანკისგან $1.5 მილიარდის ღირებულების სესხს მიიღებს. 

სამინისტროს ცნობით, უკრაინა თანხას პროექტის - "საჯარო ხარჯების მხარდაჭერა უკრაინაში მდგრადი მმართველობისთვის" ფარგლებში მიიღებს.

"ამ პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მხარდაჭერით, უკრაინა მიიღებს სესხს 1,492 მილიარდი დოლარის ოდენობით. თანხები მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დაფარვას სახელმწიფო ორგანოებისა და საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე",- წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი