დიდი ბრიტანეთი უკრაინას £1.3 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 1.3 მილიარდი ფუნტის (1.60 მილიარდი დოლარის) ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. 

"პუტინის სასტიკი ომი, არა მხოლოდ უკრაინას ანადგურებს - ასევე, საფრთხეს უქმნის ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - თქვა ჯონსონმა.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის ქვეყანა საგანგებო სიტუაციების რეზერვებს გამოიყენებს.

ცნობისთვის, 8 მაისს დიდი შვიდეულის ქვეყნები ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და შეერთებული შტატები - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეოკონფერენციას გმართავენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი