
პენტაგონი უკრაინისთვის ლაზერული დამიზნების რაკეტებსა და სადაზვერვო დრონებს შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ამერიკული სააგენტო Washington Post ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პენტაგონი უკრაინისთვის დამატებით 136 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო ხომალდების, ლაზერულად მართვადი რაკეტების, ბინოკლებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობებს ამერიკული კერძო კომპანიებისგან შეიძენს.
სამხედრო ტექნიკისა და ზემოთ აღნიშნული აღჭურვილობების ტიპები აქამდე უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღებისგან განსხვავებულია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის იარაღის ერთ-ერთი უდიდესი მომწოდებელია.