გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ბუნდესტაგის მდივანი ენრიკო ბრისა twitter-ზე წერს და ფოტოს ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ბარბელ ბასი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, ასევე შეხვედრები ექნება უკრაინის პოლიტიკურ ლიდერებთან.

"პრეზიდენტი, ბარბელ ბასი იწყებს ვიზიტს კიევში. დღეს, 8 მაისს ის პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომისა და ნაციონალ-სოციალისტური ტირანიის ყველა მსხვერპლს​, ასევე, გამართავს პოლიტიკურ დიალოგებს", - წერს ენრიკო ბრისა​.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი