
9 მაისს კრემლის წინ "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილი აღლუმი ჩატარდება. რუსულ მედიაში ვრცელდება ტექსტი, რომელსაც სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტი აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას წაიკითხავს.
პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი ახლა "ნაცისტურ იდეოლოგიას ებრძვის" და ამბობს, რომ "უნდა განადგურდნენ ნაცისტური იდეოლოგიის მარიონეტები".
"თითქმის 100 წლის წინ, დასავლურმა სახელმწიფოებმა, მაშინაც გვიან გაიაზრეს, თუ როგოორ სასიკვდილო საფრთხეს ქმნიდა ნაცისტური იდეოლოგია, როდესაც ევროპის ცენტრში ცინიკურად ტირაჟირებდა რასობრივ და ნაციონალურ უპირატესობას. აქტიურად მიმდინარეობდა ანტისემიტური და რუსოფობიური კამპანია, ჩვენმა ერმა ერთხელ უკვე გაიმარჯვა და გამოუტანა განაჩენი ნაციზმს, დღესაც იგივე უნდ გავაკეთოთ. ჩვენი ძლიერი სამხედრო იარაღით უნდა გავიმარჯვოთ და საბოლოოდ ჩავკლათ ნაცისტური იდეოლოგია, გავანადგუროთ არა მხოლოდ მარიონეტები, არამედ ნამდვილი მმართველებიც", - წერია განცხადებაში.
ასევე იხილეთ: