ზოგიერთი ქვეყანა უკრაინიდან რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულის ყიდვას ცდილობს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინიდან რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულის ყიდვას ცდილობს.

ამის შესახებ ზელენსკიმ Fox News-ზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები მარცვლეულს მასობრივად იპარავენ.

"მე არ მინდა დავასახელო ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან გარიგებებს დებენ რუსეთისგან ჩვენი მარცვლეულის შესაძენად. თუ ამას გააკეთებენ, რა თქმა უნდა ვიტყვით", - თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი