შეერთებული შტატების პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი უკრაინაში ქალაქ უჟგოროდში ჩავიდა. ის ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას შეხვდა. 

"მე მინდოდა ჩამოვსულიყავი დედის დღეს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია უკრაინელ ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. და ეს ომი იყო სასტიკი. ამერიკელი ხალხი უკრაინელების გვერდით დგას",- თქვა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ჯილ ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ოჯახის პირველი წევრია, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინას ეწვია.

უკრაინაში იმყოფება კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდოც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი