აშშ გაზპრომბანკის ხელმძღვანელობასა და სამ რუსულ ტელევიზიას სანქციებს უწესებს

გამოქვეყნდა:

აშშ სამ რუსულ ტელევიზიასა და "გაზპრომბანკის" 27 აღმასრულებელ ხელმძღვანელს სანქციებს უწესებს. ინფორმაცია პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები ონლაინ შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. შეხვედრის მონაწილეებს დღეს უკრაინის პრეზიდენტმაც მიმართა. 

სანქცირებულთა სიას დაემატა Sberbank-ის 8 აღმასრულებელი ხელმძღვანელიც, ასევე მოსკოვის ინდუსტრიული ბანკი და მისი შვილობილი 10 კომპანია.

რაც შეეხება სანქცირებულ ტელევიზიებს. ესენია - რუსეთის "პირველი არხი", "რუსეთი-1"  და სამაუწყებლო კომპანია NTV. თეთრი სახლის თქმით, ეს ტელევიზიები  პირდაპირ, ან ირიბად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი