ვაცხადებთ სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის და ვაწესებთ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ - ტრუდო

გამოქვეყნდა:

პუტინი საზარელ ომის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი - ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტრუდომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ კანადა მომავალ წელს, უკრაინული საქონლის იმპორტზე სავაჭრო ტარიფებს მოხსნის.

"ცხადია, რომ პუტინია პასუხისმგებელი ამ საზარელ ომზე. კანადა და კანადელები აგრძელებენ თქვენ გვერდით დგომას. დღეს ვაცხადებ სამხედრო დახმარებას, რომელიც მოიცავს: დრონების კამერებს, აღჭურვილობას, ტყვია-წამალს, მცირე შეიარაღებას და სხვა სახის დახმარებას, მათ შორის განაღმვითი ოპერაციებისთვის. ჩვენ ვაწესებთ ახალ სანქციებს რუსეთის 40 ინდივიდისა და 5 უწყებისთვის, ოლიგარქებისა და თავდაცვის სექტორში რეჟიმის ახლო მოკავშირეებისთვის, რომლებსაც აქვთ კავშირი პუტინის ომთან",- თქვა ტრუდომ. 

კანადის საელჩომ უკრაინაში დღეს მუშაობა განაახლა. კიევში, დიპლომატიური უწყების მეორედ გახსნას, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო დაესწრო და დროშაც აღმართა. კანადის პრემიერი ქალაქ ირპენშიც იმყოფებოდა და საკუთარი თვალით ნახა "რუსული მშვიდობის" კვალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი