დონეცკის რეგიონში რუსეთის დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდა

გამოქვეყნდა:

კვირას, დონეცკის რეგიონში რუსების დაბომბვის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 8 დაშავდა. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ Telegram-ზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ლუგანსკის რაიონში დაჭრილ 6 მშვიდობიანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. კირილენკო წერს, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელი. 

გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 24 თებერვლიდან 8 მაისის ჩათვლით დონეცკის რაიონში 334 ადამიანი დაიღუპა და 1013 დაშავდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი