"უკვდავი პოლკი" | რუსები 9 მაისს აქციის გამართვას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ქალაქებშიც გეგმავენ

გამოქვეყნდა:

"უკვდავი პოლკი"- ამ სახელწოდებით ოკუპანტები მელიტოპოლსა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ  სხვა ქალაქებში აქციას აანონსებენ. ამის შესახებ ცნობებს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, ახლა ოკუპანტები რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენობებიდან  უკრაინულ სიმბოლოებს ხსნიან.

"სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ უკვე გააფრთხილა მელიტოპოლის ყველა მცხოვრები, რომ ამ დღეს აკრძალულია მანქანების მოძრაობა ქალაქის ცენტრში. ღონისძიებას დაესწრება როსგარდი და სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის წარმომადგენლები", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქცია "უკვდავი პოლკი" ზაპოროჟიეს რეგიონის თითქმის ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი