9 მაისს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პუტინს დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი - სტოლტენბერგი 

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 9 მაისს მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, დაუყონებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში. 

მან გერმანულ გაზეთ Die Welt-ს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. მისი თქმით, ალიანსი გააგრძელებს კიევის დახმარებას თავის დაცვაში.

"მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს 9 მაისს დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას თავდაცვის უფლების დაცვაში", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად იყენებდა 9 მაისის გამოსვლას დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატოს გასაკრიტიკებლად: "მოველით, რომ პუტინი კვლავ ამა წლის 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს ნატოზე და მთლიანად დასავლეთზე".

ცნობისთვის, პუტინი სიტყვით გამოდის 9 მაისის აღლუმზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი