
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ევროკავშირს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს. ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გააჟღერა.
პოდოლიაკის თქმითვე, ევროპაში ნავთობისა და გაზის გაყიდვით რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში აგროვებს რეზერვებს, რომლითაც ახლა ომს აფინანსებს, შესაბამისად, ამ იდების განხორციელების გადადება შეუძლებელია.