
"შემპირდნენ, რომ მინიმუმ 150 ათას რუბლს გადამიხდიდნენ..." - ამის შესახებ უკრაინაში დატყვევებული ერთ-ერთი რუსი სამხედრო ყვება და მოსკოვში ჯარისკაცების მობილიზაციის დაწყებას იხსენებს.
შემპირდნენ რომ ხელფასის სახით მინიმუმ 150 ათასს რუბლს გადამიხდიდნენ. დავთანხმდი. 13 რიცხვში ეკატერინბურგში წამოგვიყვანეს, საიდანაც თვითმფრინავით როსტოვის ოლქის სამხედრო პოლიგონზე ჩაგვიყვანეს. მოგვცეს აღჭურვილობა და დაგვაბინავეს.
20 აპრილს სატვირთოებით უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით წაგვიყვანეს. 27 აპირლს, დაახლოებით 25-27 ადამიანი ზოლოტოვოში და სოლნიჩნოეში, სადაც ერთი ღამე გავატარეთ. დილით სანგრების თხრა დაგვავალეს. როდესაც თხრას შევუდექით საშინელი სროლები და დაბომბვები დაიწყო. შემდეგ უკრაინელები მოვიდნენ და ტყვედ ჩავბარდით. პირადად მე ტყვიაც კი არ გამისვრია, - ამბობს ის.