
სიმბოლური საჩუქარი კრემლს. ვლადიმერ პუტინისთვის საკრალური მნიშვნელობის მქონე გამარჯვების დღესასწაულზე, შეერთების შტატების პრეზიდენტი ხელს აწერს ლენდ ლიზის კანონპროექტს. 9 მაისს რუსეთმა ვერც უკრაინის დამორჩილება შეძლო, ვერც მარიუპოლის აღება და წითელ მოედანზე მორიგი გამარჯვების აღნიშვნა. სამაგიეროდ, პუტინის რეჟიმმა მიიღო აღდგენილი პროგრამა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფაშისტური გერმანიის დამარცხებასა და მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში.
ჯო ბაიდენი დოკუმენტს ხელს სულ რაღც ერთ საათში მოაწერს. ოფიციალური ცერიმონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა. და ეს საჯაროობა კიდევ ერთი ნიშანია კრემლისთვის, რომ დასავლეთი უკან არ დაიხევს და უკრაინაში შეჭრისთვის პუტინს პასუხისგება მოუწევს. ლენ ლიზის კანონპროექტი, რომელიც კიევისთვის უწყვეტ სამხედრო ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს უკვე დამტკიცებულია სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ და ბაიდენის ხელმოწერის მომენტიდან უკრაინისკენ იარაღის ახალი ნაკადი დაიძვრება.
ავტორი: გუგა მაისურაძე