9 მაისის დღესასწაულისთვის ვლადიმერ პუტინმა ვერაფრით მიაღწია გამარჯვებას. უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცეული აზოვსტალი ამ დრომდე დგას. რუსული არმია, უწყვეტი შტურმის მიუხედავად ქარხნის ტერიტორიაზე შეღწევას ვერ ახერხებს. ასეთი მედგარი წინააღმდეგობის გამო შესაძლოა კრემლმა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება.
ქიმიური იარაღის გამოყენება არის ერთერთი გზა, რომლითაც პუტინის რეჟიმი აზოვსტალის მებრძოლების განადგურებას ცდის. ამ დროისთვის ქარხნის ბუნკერებში მხოლოდ მებრძოლები არიან დარჩენილი. სამოქალაქო პირები და ბავშვები კი რომლებმაც ქარხნის ტერიტორია რამდენიმე დღის წინ დატოვეს - ახლა მსოფლიოს საკუთარი მამების გადარჩენას სთხოვენ.