"ვნახეთ ნიშნები, რომ უკრაინის მოქალაქეები რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ" | პენტაგონი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, პენტაგონმა დაინახა ნიშნები, რომ რუსებს უკრაინის მოქალაქეები, მათი ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთში გადაჰყავთ.

"ჩვენ ნამდვილად ვნახეთ ნიშნები, რომ უკრაინის მოქალაქეები რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ",-თქვა მან.

მან ვერ ისაუბრა, რამდენი ადამიანია გაყვანილი რუსეთის ტერიტორიაზე. მან რუსეთის ქმედებას არაკეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი