
ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში რუსები "აზოვსტალის" ქარხანაზე შტურმს აგრძელებენ, ისინი აქცენტს აკეთებენ მნიშვნელოვანი ხიდის აფეთქებაზე, რომლითაც ევაკუაცია მიმდინარეობდა. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
მან ახალი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც თავდასხმაა ასახული. დონეცკის ოლქის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ "აზოვსტალში" ამ დრომდე რჩება მშვიდობიანი მოსახლეობა.
"აზოვსტალში ასზე მეტი სამოქალაქო პირია დარჩენილი. ეს მაშინ, როცა მუდმივი დაბომვა ხდება. ავიაცია და არტილერია უწყვეტად მუშაობს. მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა საევაკუაციო ღონისძიება ტარდება", - ამბობს დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.