უკრაინაში საარტილერიო თავდასხმისას, რადას ყოფილი დეპუტატი, დავით ჟვანია დაიღუპა - მედია

გამოქვეყნდა:

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ზე წერს, რომ მათი წყაროს ინფორმაციით უკრაინაში რადას ყოფილი დეპუტატი, დავით ჟვანია დაიღუპა. ინფორმაცია უკრიანულმა მედიებმაც გაავრცელეს.

არსებული ცნობებით, ის ზაპოროჟიეს რაიონში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა.

ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, უცნობია რატომ იმყოფებოდა რუსი ოკუპანტების საგუშაგოსთან, "ნაცრისფერ ზონაში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი