
"პუტინი საერთოდ არ შეცვლილა" - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, პოლ მასარომ თქვა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინაში ომის "გაყინვას". მისივე განცხადებით, დასავლეთი მას ამის უფლებას არ მისცემს.
"როგორც ჩანს, პუტინს სურს, თავისი გენოციდური ომი უკრაინაში გაყინულ კონფლიქტად გარდაქმნას. ჩვენ უფლება არ გვაქვს ეს დავუშვათ. არ მოადუნოთ ყურადღება. უკრაინის სრული გამარჯვება არის ჩვენი მიზანი",- წერს მასარო Twitter-ზე.
კონგრესმენი ამბობს, რომ პუტინი სცდება ყოველგვარ საზღვრებს და დროა, უკრაინის მხარდაჭერა გაორმაგდეს. მასაროს მიაჩნია, რომ დასავლეთს და პუტინს ერთმანეთის არ ესმით. ამერიკელმა კონგრესმენმა რუს დიქტატორს უწოდა "განგსტერი, რომელიც ნაცისტს თამაშობს".
ცნობისთვის, მანამდე მსგავსი სცენარი გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ხრისტო გროზევმა აღწერა. მას მიაჩნია, რომ რუსეთი შეეცდება უკრაინაში ომის გაყინვას, რადგან მისი რესურსები ამოწურულია. იხილეთ ასევე: