მძიმე ვითარება აზოვსტალში | პუტინის ომის 76-ე დღე

გამოქვეყნდა:

უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცეულ აზოვსტალში ვითარება მძიმდება, თუმცა ბრძოლა გრძელდება. საოკუპაციო არმია, ყველა თავისი რესურსით უტევს ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებს მაგრამ აზოვსტალი აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება, რაც კრემლს მარიუპოლის სრულად ოკუპაციის გეგმის სისრულეში მოყვანის შანსს უმცირებს.

მძიმეა კადრები, რომელიც ალყაშემორტყმული შენობიდან ვრცელდება. საველე ჰოსპიტალში რჩება ასობით დაჭრილი, რომელიც მედიკამენტების არ არსებობის გამო საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.

აზოვის პოლკის გაასარჩენად ინტენსიურად მუშაობს უკრაინის ხელისუფლება. დიპლომატიური გზების პარალელურად კიევმა მარიუპოლის გათავისუფლების სამხედრო გეგმის შემუშავება ახლა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი