გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში ჩეხეთის რესპუბლიკა აირჩია. გადაწყვეტილებას მხარი 157-მა წევრმა დაუჭირა, 23-მა კი თავი შეიკავა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ვადა დღეიდან იწყება და 2023 წლის 31 დეკემბერს იწურება. ჩეხეთი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც რუსეთის შემცვლელად დასახელდა.

7 აპრილს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას ადამიანის უფლებათა საბჭოდან. გადაწყვეტილებას მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, 58-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნავდა, რომ "ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას შეუჩერებენ მას, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს უხეშად და სისტემატიურად"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი