ზელენსკის თქმით, რუსებმა უკრაინაში შეჭრის დღიდან 2 154 რაკეტა ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინაში შეჭრის დღიდან, ქალაქებსა და სოფლებში 2 154 რაკეტა ჩამოაგდეს. ამის შესახებ მან მალტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისივე თქმით, უკრაინის ცაზე მტრის 2 770 თვითმფრინავი დააფიქსირეს. 

რუსული თვითმფრინავები განუწყვეტლივ ისვრიან საჰაერო და ფოსფორის ბომბებს იმ შენობებს, რომლებზეც ოკუპანტებმა ზუსტად იცან, რომ იქ არანაირი საომარი ვითარება არ მიმდინარეობს. ისვრიან იქ, სადაც ადამიანები უბრალოდ იმალებიან. ჩვეულებრივი, მშვიდობიანი უკრაინელები, როგორიც თქვენ ხართ. ეს ჩვეულებრივი ტერორია, - თქვა ზელენსკიმ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი