
ორმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა და ლინდსი გრეჰემმა რეზოლუცია წარადგინა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.
"პუტინი არის კრიმინალი და მოძალადე და ის იქნება მზარდი საფრთხე ევროპისა და მსოფლიოსთვის, თუ მას არ შეაჩერებენ....თუ არის ვინმე, ვინც განასახიერებს ტერორიზმს, ტოტალიტარიზმს და ტირანიას, ეს არის პუტინი",-თქვა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა.
კიდევ ერთმა სენატორმა, რომელმაც რეზოლუცია წარადგინა, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთს ტერორიზმის სპონსორის წოდება, რათა ნათელი გახდეს, რომ მისი ქცევა პუტინის ხელმძღვანელობით მიუღებელია. მისივე თქმით, ეს ასევე გამოხატავს უკრაინისადმი აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას.
"მე ვერ ვხედავ უფრო ძლიერ სიგნალს. რის გაკეთებას ვცდილობთ? ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ უკრაინელების უნარი, იბრძოლონ თავიანთი თავისუფლებისთვის. ჩვენ ვცდილობთ პუტინის დელეგიტიმაციას. 20 წლის განმავლობაში პუტინი ომში რამდენიმე ფრონტზე იყო...ერთ-ერთი ყველაზე დამღუპველი ძალა პლანეტაზე პუტინის რუსეთია",-თქვა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა.