
"დღეს გარდაიცვალა უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ მაკაროვიჩ კრავჩუკი. ის არ იყო მხოლოდ პოლიტიკოსი და ისტორიული ფიგურა. ის იყო ადამიანი, რომელმაც ბრძნული სიტყვების პოვნა და მათი თქმა ისე იცოდა, რომ ყველა უკრაინელს ესმოდა. მან იცოდა თავისუფლების ფასი და მას უკრაინისთვის მშვიდობა მთელი გულით უნდოდა. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას და მშვიდობას მივაღწევთ," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 76-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში.