რუსეთმა უკრაინაში 10-დან 12-მდე ზებგერითი იარაღი გამოიყენა | CNN

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 10-დან 12-მდე ზებგერითი იარაღი გამოიყენა. ინფორმაციას CNN აშშ-ს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა ასევე წერს, რომ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ვერ დაადასტურა უკრაინის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა შაბათ-კვირას ოდესაში "კინჟალის" ტიპის რაკეტები გამოიყენა.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი იყენებდნენ ზებგერით იარაღს წარსულში და იერიში მიჰქონდათ შენობებზე, მაგრამ მე არ ვფლობ ინფორმაციას, რომ ამ ტიპის რაკეტები ოდესაში გამოიყენეს",-თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი