
"დღეს, საერთაშორისო ექსპერტთა სპეციალურმა ჯგუფმა მაიკლ მაკფოლისა და ანდრეი ერმაკის თავმჯდომარეობით, შემოგვთავაზა ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა. ეს დეტალური დოკუმენტია, რომელიც აღწერს, რა უნდა გაკეთდეს, რომ რუსეთს ომის დაფინანსება გაუჭირდეს ისე, რომ გლობალურმა ეკონომიკამ რუსეთის ენერგორესურსების შეზღუდვის გამო არ იზარალოს. ეს რაციონალურად შედგენილი დოკუმენტია და მის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 76-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში.