რუსეთის გემებს დასავლეთ შავ ზღვაში მინიმალური დაცვა აქვთ - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ინფორმაციით, რუსეთის ამჟამინდელი მცდელობები ზმეინის კუნძულზე ძალების გასაზრდელად, უკრაინას უფრო მეტ შანსს აძლევს იმისთვის, რომ რუსული ჯარი და ტექნიკა შეამცირონ. 

"თუ რუსეთი გააძლიერებს თავის პოზიციას ზმეინის კუნძულზე სტრატეგიული საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო თავდაცვის საკრუიზო რაკეტებით, მათ შეუძლიათ დომინირება ჩრდილო-დასავლეთ შავ ზღვაზე", - ამბობენ დაზვერვაში.

მათივე ცნობით, ზმეინის კუნძულზე, სადაც რუსეთმა არაერთხელ სცადა გააძლიეროს იქ მდებარე ღია გარნიზონი, ბრძოლა გრძელდება.

ბრიტანეთი ამბობს, რომ უკრაინამ წარმატებით დაარტყა რუსეთის საჰაერო თავდაცვასა და მომმარაგებელ გემებს "ბაირაქტარის" დრონებით. რუსეთის მომმარაგებელ გემებს აქვთ მინიმალური დაცვა დასავლეთ შავ ზღვაში, რაც "მოსკვას" დაკარგვის შემდეგ, ყირიმში საზღვაო ძალების უკან დახევას მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი