"მთავარი არხის" ვაშინგტონის ბიუროსთან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ ჩოლეტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე საუბრობს.
მისი თქმით, შტატებში ელიან, რომ მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის მიმართ მოპყრობა გარკვეულ ღირებულებებთან შესაბამისობაში იქნება.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ახლა საქართველოს შიგნით ერთიანობის მომენტია.
"მიხეილ სააკაშვილის გარშემო შემქნილი ვითარება არის ის, რის შესახებაც პრესაში გავრცელებულ ცნობებს გულდასმით ვუწევთ მონიტორინგს და რა თქმა უნდა, ველით, რომ მისი ან ნებისმიერი პატიმრის მიმართ მოპყრობა იქნება გარკვეულ ღირებულებებთან შესაბამისობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მხედველობაში იქნება მიღებული. მინდა გითხრათ, რომ ახლა საქართველოს შიგნით მომენტია ერთიანობისთვის. 2008 წლის მოვლენები, რომლებიც ახლა ადამიანთა მოგონებებში საქართველოსა და აქ, ამერიკაში ცოცხლდება, ტრავმულია საქართველოსთვის", - თქვა დერეკ ჩოლეტმა.
მან ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომის კონტექსტში რეგიონში მოვლენებს აკვირდებიან და მჭიდრო კონტაქტზე რჩებიან თბილისში კოლეგებთან.
იხილეთ ასევე: