"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომელსაც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბოლო პროცესი აქვს "მთავარი არხის" თანამშრომლებს მიმართა:
"აქ არის კიდევ ჩემი მეორე ოჯახი და ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ჩემი ტელევიზია, რომელიც შევქმენი არა ნულიდან, არამედ მინუსებიდან. მინდა მივმართო ჩემს მეორე ოჯახს, ყველას ყველაფერი სთხოვეთ, მთავარია ფეხზე იდგეთ, მთავარია იყოთ მხნედ, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ბედი, დაიმახსოვრეთ, კიდია თქვენზე მნიშვნელოვანწილად. თუ ვინმე განაპირობებს იმას, რომ დღეს ქუსლით გასრესილი არ არის ყველა და ყველაფერი, მათ შორის ალბათ ერთ-ერთი პირველი ვართ ჩვენ", - თქვა ნიკა გვარამიამ.
ამის შემდეგ მან ქართულ საზოგადოებას მიმართა, დაეხმარონ დიდ ოჯახს - ტელევიზიას - "არანაირი სხვა თხოვნა არ მაქვს, ჩვენ ახლა ძალიან გვიჭირს. ჩემი ტელევიზიაში არ ყოფნა სავარაუდოდ გაამწვავებს ამ პრობლემას, ამიტომ დაეხმარეთ ტელევიზიას, რომელიც დაიხურება თუ ეს არ მოხდა, ყველას ვთხოვ ამას, ყველა ბიზნესმენს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავისუფლება, ყველა რიგით ქართველს, ყველას".
იხილეთ ასევე: