"უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკების სურვილი ყოველ ახალ ბუჩასთან ერთად უქრება" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მზად ვართ, რუსეთთან მოლაპარაკებები წარვმართოთ, სანამ გვიან არ არის," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, საფრანგეთის Science Po-ს სტუდენტებისთვის ვირტუალური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კიევს რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად მოთმინება ეწურება და რუსი ოკუპანტების მიერ, კიევში ჩადენილი სისასტიკის მზარდი მტკიცებულებებია.

"ჩვენ მზად ვართ, ეს მოლაპარაკებები წარვმართოთ, სანამ გვიან არ არის. ყოველი ახალ ბუჩათი, ყოველი ახალი მარიუპოლით, ყოველი ახალი ქალაქით, სადაც ათეულობით გარდაცვლილი ადამიანია, გაუპატიურების შემთხვევებია, ყოველი ახალი სისასტიკით, ქრება მოლაპარაკებების სურვილი და შესაძლებლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წესით ამ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა", - ამბობს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი