
რუსეთი ამჯერად ამტკიცებს, რომ აშშ ხარკოვის მახლობლად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებზე ექსპერიმენტებს ატარებს.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის, იგორ კირილოვის თქმით, "ექსპერიმენტებს" 40-60 წლის მამაკაცებზე ატარებენ.
"მივიღეთ ახალი ინფორმაცია, პენტაგონის არაადამიანური ექსპერიმენტების შესახებ, უკრაინის მოქალაქეებზე N1 ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (ხარკოვის ოლქი). ექსპერიმენტული სუბიექტების ძირითადი კატეგორია იყო 40-60 წლის მამაკაცების, მაღალი სტადიის ფიზიკური გადაღლის პაციენტების ჯგუფი" თქვა კირილოვმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები ცდილობდა დაემალა თავისი ექსპერტების მონაწილეობა უკრაინაში, პაციენტებზე ბიოლოგიურ ექსპერიმენტებში. მან მეტი დამაჯერებლობისთვის დღეს წარადგინა ფლორიდაში მცხოვრები ლინდა ოპორტოს ფოტო, რომელიც, მისივე მტკიცებით, უშუალოდ მონაწილეობდა ექსპერიმენტებში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი მეზობელ ქვეყნებში "ბიოლოგიურ ექსპერიმენტებზე" ლაპარაკობს.
იხილეთ ასევე: