
უკრაინაში ომის ყოველი დღე რუსეთის ეკონომიკურ კრიზისს სულ უფრო აღრმავებს. რიცხვები დღეს გახდა ცნობილი - ექსპერტების გათვლებით, პუტინი უკრაინაზე თავდასხმის მომენტიდან, დღეში თითქმის მილიარდ დოლარს ხარჯავს.
რამდენ ხანს ეყოფა რესურსი კრემლს ისე, რომ ქვეყანაში ცხოვრების დონის შენარჩუნებაც შეძლოს, დაზუსტებით არავინ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინასთან ომის მოსაგებად ეს არასაკმარისია.
დასავლური დახმარების პირობებში უკრაინის რესურსები, როგორც ფინანსური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, მოსკოვის შესაძლებლობებს გაცილებით აღემატება.
ავტორი: გუგა მაისურაძე