
უკრაინის გაერთიანებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქში დაახლოებით 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხერსონის ოლქის გუბერნატორმა გენადი ლაგუტმა ისაუბრა.
"მთავარი საომარი მოქმედებები ახლა დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაევის რეგიონების საზღვრებთან
მიმდინარეობს. დნეპროპეტროვსკის ოლქის მხარეს, მადლობა ღმერთს, დიდება ჩვენს ვაჟკაცურ შეიარაღებულ ძალებს! ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ 20-მდე დასახლება სამ ტერიტორიულ თემში" - თქვა მან.