რუსული გემი, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინიდან მოპარული ხორბლით არის დატვირთული, სირიაში დაფიქსირდა - AP ინფორმაციას The Associated Press სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფოტოზე, რომელიც Planet Labs PBC-მა გადაიღო, ჩანს ლატაკიას ნავსადგურის სანაპიროზე რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, Matros Pozynich-ს.
ონლაინ კვლევითი ფირმის TankerTrackers.com-ის თანადამფუძნებელმა, სამირ მადანმა AP-სთან ინტერვიუში თქვა, რომ გემი, რომელიც ლატაკაში დაფიქსირდა ზომებითა და ბოლო პოზიციით Matros Pozynich-ია.
უკრაინა რუსეთს ომის დაწყებიდან 27 000 ტონა მარცვლეულის მოპარვაში ადანაშაულებს. უკრაინის მხარის ინფორმაციით, რუსეთი ხორბლის გაყიდვას ეგვიპტეში აპირებდა, თუმცა ეგვიპტემ საქონლის მიღებაზე უარი თქვა.