რუსეთის ბარბაროსული თავდასხმის 77-ე დღეს უკრაინელები შთამბეჭდავ წარმატებას აღწევენ. საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლმა სამხედროებმა დღეს ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნტი გაათავისუფლეს და უკან დახევა აიძულეს.
პარალელურად, უდრეკად იბრძვიან მარიუპოლში აზოვსტალის დამცველები. რუსული არმია ფაქტობრივად უწყვეტად ბომბავს ქარხანას, მაგრამ უშედეგოდ. აზოვსტალში გამაგრებულები ბოლომდე ბრძოლის პირობას დებენ.